ქართველი ჩოგბურთელი პოლონეთში გამართული ITF-ის 60 000-იანი ტურნირის გამარჯვებულია.
ფინალამდე ეკატერინე გორგოძემ მეოთხედფინალში ბერძენი დესპინა პაპამიჩაილი ანგარიშით 6:3; 6:0 გაანადგურა და გროძისკ-მაზოვეცკიში ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ ტესა ანდრიანა ფიტრიმოს შეხვდა და ანგარიშით 3:6; 7:5; 6:4 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ფინალში, ეკატერინე გორგოძემ ფრანგი ხლოე პაკე ანგარიშით 7:6(7); 0:6; 6:4 დაამარცხა და გროძისკე-მაზოვეცკიში ITF W60 ტურნირის გამარჯვებული გახდა.