სანდრო მამუკელაშვილი დრაფტზე ნბა-ს მოქმედმა ჩემპიონმა აირჩია.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ნბა-ს 2021 წლის დრაფტი. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელმაც გასული 2 სეზონი Big East-ის კონფერენციის წამყვან გუნდ Seton Hall-ში გაატარა და ბოლო სეზონში კონფერენციის სეზონის MVP გახდა, დრაფტზე 54-ე ნომრად „მილუოკი ბაქსმა“ აირჩია.
სანდრო მე-6 ქართველია, რომელიც NBA-ში ითამაშებს.