ტოკიო 2020-ის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ნახევარფინალში ქართველი მძიმეწონოსანი რუს ტამირლან ბაშაევთს შეხვდა და მეტოქეს სუფთა გამარჯვებით სძლია. ერთწუთიან მონაკვეთში ბაშაევი ორი ვაზარით დაამარცხა.
ფინალში ქართველი ჩეხ კრპალეკს შეხვდა, რომელმაც ჩვენი ძიუდოისტი შებოჭვით დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ერთი ოქროსა და სამი ვერცხლის მედალია. ოლიმპიადის გამარჯვებული 21 წლის ძიუდოისტი ლაშა ბექაურია, ვერცხლის მედლები კი გურამ თუშიშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.