ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა რანა გუდმა ტურიზმის ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისი, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი, მესტია, უშგული, ონი, ამბროლაური, ნიკორწმინდა და შაორი მოინახულა.
რანა გუდი Forbes-ისთვის საქართველოს შესახებ სტატიას მოამზადებს, სადაც საქართველოს ტურისტული მიმართულებების, ტურისტული პროდუქტების, ქართული ღვინისა და კულინარიის შესახებ ინფორმაციას Forbes-ის მილიონობით მკითხველს გააცნობს.