ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ძიუდოისტმა ფინალურ ბრძოლაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.
მანამდე კი, ნახევარფინალში, ლაშამ რუსი მიხაილ იგოლნიკოვი ასევე ვაზარით დაამარცხა.
ბექაური ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო. პირველ შეხვედრაში პოლონელ პიოტრ კუჩერას ბრძოლა შებოჭვით დაასრულა. მეორე ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი ისრაელის წარმომადგენელს, ლი კოხმანს შეხვდა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე დავლათ ბობონოვი იყო.
ლაშა ბექაურმა საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.