დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა სოფიო ქაცარავამ შეხვედრა გამართა ბრიტანეთის მუზეუმის საერთაშორისო მიმართულების დირექტორთან ნადია რეისთან. მუზეუმში ვიზიტისას ელჩმა დაათვალიერა მეფე გიორგი XI-ს უნიკალური ოქროს ჯვარი, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაშია დაცული.
„საქართველოს ელჩის ინიციატივით დაწყებულია მუშაობა ბრიტანეთის მუზეუმთან მეფე გიორგი XI-ს (გვიანი მე-17 საუკუნე) ოქროს ჯვრის ექსპოზიციის მიზნით. აღნიშნული ჯვარი წარმოადგენს შუა საუკუნეების ქართული ოქრომჭედლობის უნიკალურ ნიმუშს, რომელიც 1980-იანი წლების დასაწყისიდან ბრიტანეთის მუზეუმში ინახება.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე, განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავება და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.