მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების მსოფლიოს ჭაბუკთა პირველობის ჩემპიონია.
გუნდური პირველი ადგილისათვის განკუთვნილი თასი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქორიძემ ჩაიბარა.
ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში 141 ქულით პირველობა არავის დაუთმო, უკან ჩამოიტოვა უკრაინის და რუსეთის გუნდები.
საქართველოს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები გუშინ ტოკიოში გაემგზავრა, სადაც, ოლიმპიურ თამაშებზე, 1-7 აგვისტოს ჩათვლით იასპარეზებენ.