25-29 აგვისტოს, მესტიაში, სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი ჩატარდება. პირველ გამოშვებაზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი. ფილმების მიღება 20 ივლისს დასრულდა.
ჟიურის წევრებს შორის იქნებიან ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი პაოლო ბერტოლინი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და რეჟისორი ანა ურუშაძე. კინოჩვენებების გარდა სვანეთის კინოფესტივალი მასტერკლასებს უმასპინძლებს. მასტერკლასებს ჩაატარებენ:
პაოლო ბერტოლინი-ვენეციის და კანის კინოფესტივალის სელექტორი;
ქრისტოფერ ლეპარკი-კანის კინოფესტივალის Director’s fortnight -გენერალური დირექტორი;
ვლადიმერ კაჭარავა- პროდუსერი;
ლევან კოღუაშვილი -რეჟისორი.
ფესტივალზე შეირჩევა 10 ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის სრულმეტრაჟიანი პროექტი და რეჟისორები გაივლიან ტრენინგებს პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით.
კინოფესტივალი გაიხსნება დეა კულუმბეგაშვილის ფილმით “დასაწყისი”, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი წარადგენს. ფესტივალზე ასევე შედგება სპეციალური ჩვენებები შემდეგი ქართული ფილმებისა: “შინდისი”, “ჯიმ შვანთე” და “დედე” და “შემთხვევითი პაემნები”.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უკვე გამოეხმაურა ევროპული მედია პლატფორმა FILM New Europe, რომელიც კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მედია პლატფორმაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც კინოსა და სატელევიზიო ინდუსტრიის შესახებ სიახლეებს აშუქებს და ქმნის რეგიონის კულტურულ მრავალფეროვნებას. FNE ასევე არის პანევროპული კავშირი რეგიონისთვის და თანამშრომლობს მთავარ პანევროპულ კინემატოგრაფიულ ინსტიტუტებთან დასავლეთ ევროპაში.