ვაკო საათაშვილმა, თელ ავივის უნივერსიტეტის კლემონტ ჰოლში, საბოლოო გამოცდა ჩააბარა. სულ ცოტა ხნის წინ კი ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის წევრი მომავალი 9 თვე იქნება.
ამ ფაქტს ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია გამოეხმაურა: – „არის წამი, როცა ერთის წარმატება მთელი ქვეყნის წარმატება ხდება. ასე იყო დღეს თელ ავივის უნივერსიტეტის კლემონტ ჰოლში. ვაკო საათაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ ურთულეს კონკურსში გაიმარჯვა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის წევრი მომავალი 9 თვე იქნება. დღეს კი საბოლოო გამოცდა ჩააბარა. ისრაელის მიწაზე ჩვენებურების ბევრი წარმატება მინახავს და მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ დღეს, განსაკუთრებული ემოცია გვქონდა – პანდემიით დადუმებულ სცენაზე ჩვენი პატარა ქვეყნის ერთი მშრომელი და ნიჭიერი ახალგაზრდის ამაღლებული და წარმატებული ბენეფისი იყო. ვულოცავ პროფ. Ram Oren-ს მისი მოწაფის დიდ წარმატებას. ამ წარმატების უკან ქართველი პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომაც იგრძნობა.“