თაფლობის თვე ჭურვების წვიმაში და წარმატება, რომელსაც აფხაზეთიდან დევნილმა წყვილმა ოკეანის გადაღმა მიაღწია – ვიდეობლოგის სტუმარი აშშ-ში მოღვაწე ქართველი ირმა შამათავა-შუბითიძეა.
ის მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებლის დართმოუთის კოლეჯის (Dartmouth College) ასოცირებული მეცნიერ-თანამშრომელი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ტექნოლოგიური კომპანიის “White river technologes“ უფროსი გეოფიზიკოსი და ასევე, საქართველოში ტექნოლოგიური კომპანიის (sstech) დამფუძნებელია.
მეუღლესთან ფრიდონ შუბითიძესთან (რომელიც ასევე წარმატებული მეცნიერია) და 3 შვილთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში ცხოვრობს. მათი საქმიანობის შედეგად, შეიქმნა უამრავი ახალი ტექნოლოგია, რომელიც ამერიკის სახელმწიფომ დააფინანსა. მათ შორისაა, მიწისქვეშა, აუფეთქებელი ჭურვების აღმოჩენა და განიარაღება. ისინი ასევე ერთობლივად მუშაობენ სიმსივნის მკურნალობის ახალ მეთოდზე, რომელსაც ჰიპერთერმია ჰქვია.
რა მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს წყვილი და როგორია მათი გეგმები საქართველოსთან კავშირში, გაიგეთ მეტი ვიდეობლოგში.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"