რუმინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 14 ივლისს, რუმინეთის ჯანდაცვის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე კვლავ განახლდა მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნების სია. საქართველომ ე.წ. “ყვითელი ზონის” ქვეყნებიდან “წითელ ზონაში” გადაინაცვლა. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები რუმინეთის ტერიტორიაზე შესვლისას 14 დღიან კარანტინს დაექვემდებარებიან. კარანტინი არ შეეხებათ:
- ვაქცინირებულ პირებს
- სამ წლამდე ბავშვებს
- სამიდან 16 წლამდე ბავშვებს PCR ტესტის წარდგენის პირობით
- ტრანზიტულად მოძრავ პირებს
- პირებს, რომლებიც რუმინეთის ტერიტორიაზე 3 დღეზე მეტხანს არ გაჩერდებიან (PCR ტესტის წარდგენის პირობით)
- პროფესორებსა და სტუდენტებს, რომლებიც ქვეყანაში აკადემიური საქმიანობის განსახორციელებლად მიემგზავრებიან.
მნიშვნელოვანია, რომ კარანტინიდან გასვლა შესაძლებელია მეათე დღესაც, თუკი მერვე დღეს ჩატარებული PCR ტესტი უარყოფითი აღმოჩნდება.