ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადება საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:
„გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რაინლანდ – პფალცისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწებზე ბუნებრივი კატასტროფით შექმნილი მდგომარეობის გამო, ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურ საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +4915904016813
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდით!
მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და იხელმძღვანელონ ადგილობრივი ხელისუფლების მითითებებით!“ – ნათქვამია გენერალური საკონსულოს განცხადებაში.