25 ივლისს ქართული „ყველის ფესტივალი“ გაიმართება

მთაწმინდის პარკი კვირას, 25 ივლისს ქართული „ყველის ფესტივალს“ უმასპინძლებს.

მთაწმინდის პარკის მთავარ მოედანზე სტუმრები დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ყველს, რომელსაც ანა მიქაძესთან ერთად, გამოცდილი მეყველეები და ყველის კომპანიები წარმოგიდგენენ.

გარდა დეგუსტაციისა მოეწყობა საინტერესო პერფორმანსები და გამოფენა-გაყიდვა.

საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო,  კალტი, კობი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, თუშური გუდა, ჩოგი, ტენილი ყველი, იმერული და ქართული.