აჭარის პოპულარიზაცია სამიზნე ქვეყნებში გრძელდება. ამჟამად, რეგიონს ბელარუსის წამყვანი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ.
„აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების მონახულების პარალელურად ისინი ადგილობრივი სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
აჭარის მიმართ ინტერესი ბელარუსი ტურისტების მხრიდან მაღალია, რასაც მინსკიდან ბათუმის მიმართულებით შესრულებული რეგულარული რეისების მზარდი რაოდენობაც მეტყველებს“, – ნათქვამია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის განცხადებაში.