მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე სანდრო გეგეჭკორი 3 საუკეთესოში მოხვდა და დასკვნით ტურში გადავიდა.
გავედი ბოლო ტურში !
ფინალის ბოლო ფაზაში!
მოვხვდი 3 კაცში!
14ში დავუკრავ დიდ დარბაზში კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტს.
მგონი სიზმარში ვარ…” – წერს სანდრო გეგეჭკორი თავის ფეიბუქ გვერდზე.
14 ივლისს სანდრო კატალონიის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.