მარიამ ბოლქვაძე ნურ-სულთანის საერთაშორისო ტურნირის (W25 NUR-SULTAN) წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია.
მარიამ ბოლქვაძის და რუსი ეკატერინა იაშინას წყვილმა კოვალი/ტიხონოვას დუეტი ანგარიშით 7:6, 6:1 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ამავე ტურნირზე, ინდივიდუალურ თანრიგში, ბოლქვაძე მხოლოდ მეოთხედფინალამდე მივიდა.
დღეისათვის, 23 წლისმარიამ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში 189-ე პოზიციას იკავებს.