გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა იუნიორთა შორის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში კონტინენტური პირველობის გამარჯვებული დიეგო ჩხიკვაძე გახდა.
ტურნირის ვიცე-ჩემპიონები კი გიორგი თოხაძე (-55 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (-77 კგ) გახდნენ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კიდევ ოთხი მედლის მოპოვების შანსი აქვს. მედლებისთვის იბრძოლებენ ფრიდონ აბულაძე (-60 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (-72 კგ), ლუკა ოჩიგავა (-67 კგ) და ლაშა ტვილდიანი (-97 კგ).