სოსო ბლიაძის ფილმის “ოთარის სიკვდილი” მსოფლიო პრემიერა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართება.
ფილმი წარმოდგენილია საკონკურსო სექციაში THE EAST OF THE WEST.
“ოთარის სიკვდილი” შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. იგი საქართველო – გერმანია – ლიეტუვას კინოპროდუქციაა.