გიორგი შენგელაიას დოკუმენტურ ფილმ „ფიროსმანს“ 30 ივნისს, 17:00 საათზე, მაყურებელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე ონლაინ პრემიერის ფორმატში იხილავს.
“„ფიროსმანი“ პირველია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ იმ რესტავრირებულ ფილმებს შორის, რომელთა ჩვენებაც საქართველოს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე იგეგმება.
გიორგი შენგელაიას სადიპლომო ნამუშევარი – დოკუმენტური ფილმი „ფიროსმანი“ – 1960 წელს არის გადაღებული. ქრონომეტრაჟი: 19 წუთი.” – ნათქვამია ეროვნული არქივის გნცხადებაში.
რესტავრირებული ფილმების ონლაინპრემიერები ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდზე ორ კვირაში ერთხელ გაიმართება.