„ქართული კვირის“ ხელმძღვანელი ანა ჩანგიანი „ქართული კვირის“ აღმოჩენა – კიკნაძეების ოჯახთან ერთად „პოსტ ალიონს“ ესტუმრა. გადაცემაში ანა ჩანგიანმა ისაუბრა იმაზე, თუ რას ემსახურება პორტალი „ქართული კვირა“ და ვისთვისაა ის განკუთვნილი. ასევე, გაიხსენა კიკნაძეების ოჯახის წევრებთან პირველი შეხვედრა და ემოცია.
„სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ელისაბედ კიკნაძე „ქართულმა კვირამ“. როდესაც პირველად ვიხილე მათი ცეკვა, აღვფრთოვანდი და გადავწყვიტე მომეძებნა ეს საოცარი ოჯახი. შემდეგ დავმეგობრდით, ინტერვიუც ჩავწერეთ და ყველაზე საინტერესო აღმოვაჩინეთ ის, რომ ამ ადამიანებისთვის ცეკვა ერთგვარი თერაპიაა და სურთ, თავიანთ ემოცია სხვებსაც გადასცენ. ჩვენ, ჩვენი პორტალის მეშვეობით, ეს მოვახერხეთ, ახლა ჯერი თქვენზეა“,- აღნიშნა ანა ჩანგიანმა.
გადაცემაში კიკნაძეებმა თავიანთი დადგმული ცეკვებიც შეასრულეს.