საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, სტამბოლში, იაშარ დოგუს სახელობის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე 4 მედალი მოიპოვა.
„ქართული გუნდი თურქეთში გადახალისებული შემადგენლობით ჩავიდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც შეძლო, თითო ოქრო-ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლის მოპოვება და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილის დაკავება.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეჯიბრება ქართული ფინალით დაგვირგვინდა – ზურაბ იაკობიშვილმა ლევან ქელეხსაშვილს მოუგო. მესამე საპრიზო ადგილები კი ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) და გივი მაჭარაშვილმა 97 კგ) დაიკავეს.“ – ნათქვამია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.