ლონდონში ქართული თაფლის მწარმოებელმა სამმა კომპანიამ გაიმარჯვა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმციით, ლონდონის საერთაშორისო თაფლის კონკურსში “London International Honey Awards 2021” ქართული თაფლის მწარმოებელმა სამმა კომპანიამ გაიმარჯვა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, ქართული თაფლის კომპანიებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა ლონდონის პრესტიჟულ კონკურსში, რომელზეც სულ მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 290 თაფლი იყო წარდგენილი.

კომპანიების “ნენა”, “რუხი დედოფალი” და კოოპერატივის “კოდი” პროდუქციამ ხარისხის შეფასების კატეგორიაში 4 ვერცხლის ჯილდო მოიპოვა.

„საელჩო განაგრძობს აქტიურ მუშაობას რათა ხელი შევუწყოთ ქართული თაფლის დამკვიდრებას ბრიტანულ ბაზარზე, რომელსაც თაფლის იმპორტის სიდიდით მსოფლიოში მე-5 ადგილი უკავია.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.