ლილე ქორიძე „ქალთა დედოფლების“ გამარჯვებულია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, ფიდეს ქალთა და ღონისძიებების კომისიების ორგანიზებით, 26 ივნისს, საერთაშორისო ონლაინ პლატფორმა tornelo.com – ზე გაიმართა საერთაშორისო პირად – გუნდური ქალთა ონლაინ ტურნირი – “ქალთა დედოფლების“ ფესტივალის ფინალური  ინდივიდუალური ეტაპი.

2100-მდე რეიტინგ კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა და 9 შესაძლებლობიდან 8  ქულით პირველი ადგილი დაიკავა თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის  მსმენელმა ლილე ქორიძემ (მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა).