24-27 ივნისს მწერალთა სახლი ბერლინის ლიტერატურის სახლთან Lettrétage თანამშრომლობითა და UNESCO-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ Tbilisi – World Book Capital ხელშეწყობით ატარებს გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალს „საქართველოს პირველი რესპუბლიკა – 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“.
ონლაინფესტივალის ფარგლებში გერმანულენოვანი მკითხველისთვის 4 დღის მანძილზე 20 ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ აკა მორჩილაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, თამთა მელაშვილი, აბო იაშაღაშვილი, სალომე ბენიძე, ნაირა გელაშვილი, ასევე გერმანიაში მოღვაწე მსახიობი მერაბ ნინიძე და ჰამბურგში მცხოვრები მუსიკოსი გიორგი კიკნაძე.
„ქართველ მონაწილეებს მოდერაციას გაუწევენ წამყვანი გერმანული მედია-გამოცემების ჟურნალისტები და ლიტ. კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი (FAZ), დორის აკრაპი (taz), კორნელია ცეჩე (Beyerischer Rundfunk) და ა.შ. პროგრამის სპეციალური სტუმარია ცნობილი და აღიარებული გერმანელი მსახიობი – ულრიხ ნოეთენი.“ – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.