19-26 ივნისს, ევროპის ფიზიკის ოლიმპიადა (EUPHO) ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.
მასში 46 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრების წევრები, თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისა და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეები იყვნენ. ნაკრების მწვრთნელები – დავით ნიშნიანიძე, თემურ კალატოზი, გიორგი ძაძამია.
ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს, ხუთი მედალი მოიპოვეს და ევროპის ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოსთვის ერთ – ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს.