6,7,8 აგვისტოს, ბათუმის ძველ ბულვარში, შავი ზღვის რიგით მეორე ღვინის ფესტივალი გაიმართება.
სტუმრებს შეეძლებათ, შეიძინონ ქართული ღვინის უნიკალური ნაირსახეობები; დააგემოვნონ უგემრიელესი ქართული და უცხოური კერძები; “ქართული ღვინის ფონდის“ და „გაიცანი ქართულის“ ერთობლივი პროექტი – კოლონადა კრაფტ შოუ გაიმართება – ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ხელნაკეთი ნივთები – ტანსაცმელი, დეკორი, კოსმეტიკური საშუალებები და სხვა. გამოფენა – გაყიდვა გაიმართება შავი ზღვის ღვინის ფესტივალის ფარგლებში.
ფესტივალი უმასპინძლებს ცნობილ ქართველ მუსიკოსებს, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, დაგეგმილია კონკურსები და გათამაშება.
აღმოაჩინე ახალი გემო და შთაბეჭდილებები.