ქართველი ხელოვანის, მარიამ კაპანაძის ანიმაცია “მიტოვებული სოფელი” ნაგანოს ხელოვნების მუზეუმის გამოფენაზეა წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ამავე ნამუშევარმა გასულ წელს ჩიტოსეს საერთაშორისო ანიმაციების ფესტივალზე იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო პრიზი დაიმსახურა.
“მიტოვებული სოფელი” შექმნილია კინოსტუდია „კვალი XXI“-ს და კინოცენტრი “ქართული ფილმი – აფხაზეთის” ბაზაზე ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.