თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის კურსდამთავრებული, ნიკა გონგლიაშვილი სწავლას გააგრძელებს ევროპის ინტერდისციპლინური კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ევროპის კოლეჯში, ვარშავაში.
ევროპის კოლეჯის “ევროპული სამეზობლო პოლიტიკის” სტიპენდიის ფარგლებში ნიკამ მოიპოვა სრული დაფინანსება, რომელიც ფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს.
ევროპის კოლეჯი (College of Europe) 1949 წელს დაარსდა ევროპის ქვეყნების მაშინდელი პრემიერმინისტრების ინიციატივით, ევროპის მომავალი ლიდერების თავშესაყრელად.