80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, ნონა გაფრინდაშვილს ლიონელ მესიმ მაისური გამოუგზავნა თავის ავტოგრაფით და ესპანურენოვანი წარწერით – ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!
„ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, გილოცავ დაბადების დღეს – ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიქვიის ადგილს დაიკავებს“ – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.
ნონა გაფრინდაშვილი წლებია ბარსელონას და მესის ქომაგობს რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო. სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი გახლდათ და იუბილარს საჩუქარიც მან გადასცა.
ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა ლიონელ მესიმ 17 წლის განმავლობაში 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.