ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომელიც წელს მეთორმეტედ გაიმართება, დღეს, ტრადიციულად, ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრის სპექტაკლით გაიხსნება.
18 ივნისს, მაყურებლის წინაშე ჭიათურის თეატრი წარსდგება რეჟისორ მამუკა ცერცვაძის სპექტაკლით „განკიცხული.“, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობის მიხედვით დადგა.
19 ივნისს კი „თეატრალური იმერეთის“ სცენა ხარაგაულის სახალხო თეატრის სპექტაკლს „იმერული რექვიემი“ დაეთმობა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალში მონაწილეობას უცხოეთის თეატრები ვერ მონაწილეობენ, იმერეთს, სტუმრის სტატუსით, მხოლოდ თბილისის თავისუფალი თეატრი ეწვევა.
„თეატრალური იმერეთი 2021“ პირველ ივლისს დასრულდება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თეატრალური საზოგადოება, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები, ქალაქ ქუთაისის მერია.