ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, Berlinale Summer Special- ზე – ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2 ქართული ფილმი იქნება ნაჩვენები:
ალექსანდრე კობერიძის მხატვრული ფილმი “რას ვხედავთ როდესაც ცას ვუყურებთ” (მთავარი კონკურსი) და სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “მოთვინიერება” (სექცია ფორუმი);
მარტში ბერლინალეს კინოჩვენებები ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრებისა და კინოკრიტიკოსებისთვის ონლაინ გაიმართა, საზაფხულო გამოშვების ფარგლებში კი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კინოფესტივალის პროგრამას აუდიტორია ფიზიკურად დაესწრება.