2021 წლის 16 ივნისს, ელჩი დავით დონდუა საბერძნეთის განათლების მინისტრის მოადგილეს ზეტა მაკრის შეხვდა. იგი სამინისტროში სასკოლო განათლების საკითხებს კურირებს.
შეხვედრის მიზანი ბერძნულ საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაფართოების საკითხი იყო. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.
შეხვედრაზე განიხილეს ათენის 50-ე დაწყებითი სკოლის გარდა, დამატებით, კიდევ ერთ ბერძნულ საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის დამატებითი გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა.
„მინისტრის მოადგილემ გამოთქვა მზაობა, საკითხის დადებითად გაწყვეტისთვის, დაიწყოს საქართველოს საელჩოსთან ერთად მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. იმედი გვაქვს, მალე გვექნება კონკრეტული შედეგი.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.