აშშ-ის ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” სამედიცინო ჯგუფი შაბათს 26 ივნისს, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ქართულ ეკლესიაში ატარებს სამედიცინო გამოკვლევებს – სკრინინგს მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს ან აქვს, მაგრამ სჭირდება სრული დათვალიერება.
ასევე დაემატა თვისტომის სერვისებს – “ემარაი”, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენი, დექსა სკენი -ძვლების შემოწმება და სხვა.
„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებური ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის,ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის,საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, — პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.
ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.
გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით სურვილისამებრ ჩაგიტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და- დაგენიშნებათ მკურნალობა. კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად, ტელემედიცინით.
888 232 8855 ან 917 789 8855
მისამართი:
135 South Third Avenue, Manville NJ 08835