რა ხდება მაშინ, როცა ენთუზიაზმით სავსე ადამიანები კეთილი მიზნის გარშემო ერთიანდებიან…
როცა დაბრკოლებებს არ უშინდებიან და მთელი ძალებით ცდილობენ მიზნის მიღწევას – მიზნის, რომელიც სხვა ადამიანებს ბედნიერებას მოუტანს…
სწორედ ასეთმა ადამიანებმა მოიყარეს თავი 3 წლის წინ სამშენებლო კომპანია „მეტი დეველოპმენტში“ და იმ დიდი ოცნების ახდენა დაიწყეს, რასაც ჩვენი ოჯახებისთვის თბილი, მყუდრო, კომფორტული და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა ჰქვია.
მათ შეძლეს, გასცდენოდნენ სამშენებლო ბიზნესის ჩარჩოებს და ადამიანების გულებამდე, მათ ემოციებამდე მისულიყვნენ.
როგორც კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია იხსენებს, თავიდან ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეხვდათ, თუმცა საკუთარი ოცნებების რწმენით, „მეტი დეველოპმენტი“ შედგა ისეთ კომპანიად, როგორიც დღეს არის – იმედიანი, ხარისხზე ორიენტირებული და სოციალური პასუხისმგებლობებით სავსე.
(პაპუნა ხაზალია) – გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის გაძლიერებას უნდა ემსახურებოდეს. ჩვენთვის ოჯახია ის ადგილია, სადაც ყოფნა გვაბედნიერებს, გვახარებს და გვაძლიერებს.
ამ 3 წლის მანძილზე კომპანიამ მკაფიოდ ჩამოაყალიბა მისი სოციალური პასუხისმგებლობის ნიშა. საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლების გარდა, „მეტი დეველოპმენტი“ განსაკუთრებულად ზრუნავს ემიგრანტებზე. კომპანიის ყველა პროექტში ემიგრანტებისთვის განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ფასდაკლებებს იპოვნით, რადგან „მეტი დეველოპმენტში“ მიაჩნიათ, რომ ბედნიერი ოჯახების არსებობისთვის ემიგრანტების სამშობლოში, საკუთარ კედლებში დაბრუნება აუცილებელია. პაპუნა ხაზალია საკუთარი გუნდითა და რესურსებით ცდილობს, ემიგრანტებს შინ დაბრუნება გაუმარტივოს.
ამ მიზნის მისაღწევად, კომპანია დაარსების დღიდან მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებთან. „მეტი დეველოპმენტის“ მარკეტინგული და არამხოლოდ მარკეტინგული შეთავაზებები ემიგრანტებისთვის საგანგებოდ იქმნება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქართულ დიასპორებს და მათ გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეაქვს – აკეთებს იმას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არის საჭირო და აქვს სურვილი, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში.
ამ მხრივ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია „წერილები გზიდან“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, „ქართული კვირისა“ და „მეტი დეველოპმენტის“ მხარდაჭერით, უკვე 1 წელზე მეტია, ხორციელდება.
(პაპუნა ხაზალია)- სამშენებლო ბიზნესი ჩემთვის მხოლოდ აგური და ცემენტი არ არის, ეს ბევრი ბედნიერი ოჯახისთვის განკუთვნილი ჭერი და ამ ბედნიერების შესაქმნელად აღებული პასუხისმგებლობაა.
ჩვენი ყველანაირად უნდა შევუწყოთ ადამიანებს ხელი, რომ ბინა მათთვის არა უარყოფითი ემოციების საფუძველი, არამედ მხოლოდ სიხარულის მომტანი იყოს. მიგვაჩნია, რო ეს არის ძლიერი და ბედნიერი ოჯახის საწინდარი.
ჩვენ ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს და შეღავათიანი პირობებით, ვცდილობთ, გავხდეთ ხიდი, რომელიც მათ უცხო ქვეყნებიდან საკუთარ სამშობლოში და რაც მთავარია, საკუთარ სახლებში დააბრუნებს. გვეამაყება, რომ ჩვენს კომპლექსებში გაყიდული ბინების დიდი ნაწილი სწორედ ემიგრანტებზე მოდის.
ახლახან წამოვიწყეთ აქცია, რომლითაც გვინდა ჩვენს მობინადრეებს „ეკოსითი დიღომის“ პროექტში ბინის სარფიანად შეძენის უნიკალური შესაძლებლობა მივცეთ. ამ აქციის ფარგლებში ბინის შეძენისას, ერთიანი გადახდის შემთხვევაში, თითოეული მობინადრე კვადრატულ მეტრზე 150-დოლარიან ფასდაკლებას მიიღებს, რის შედეგადაც ის, შეძენილი ფართის მიხედვით, საშუალოდ, 24 ათასიდან 45 ათას ლარამდე თანხას დაზოგავს.
რაც შეეხება უშუალოდ ემიგრანტებს, ახალი პროექტის ფარგლებში, 30%-იანი წინასწარი შენატანის ნაცვლად, ისინი 15%-ს შემოიტანენ, დარჩენილი თანხა კი, შიდა უპროცენტო განვადებით, 40 თვეზე გადანაწილდება.
–თუ შეგიძლიათ დეტალურად გვესაუბროთ თქვენი ძირითადი ხაზის – „ეკოსითის“ პლუსებზე. რითია „ეკოსითის“ პროექტები განსაკუთრებული და რამდენად ხარისხიანია ის მასალები, რომელთაც მშენებლობის პროცესში იყენებთ?
-ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს ამომავალი წერტილი მაშინ, როცა ადამიანი სახლის ყიდვას გადაწყვეტს. სახლის შეძენა ზეიმია და ეს ზეიმი არაფერმა არ უნდა გააფუჭოს. ჩვენი შეთავაზება ასეთია:
- ეკოლოგიურდ სუფთა გრემო;
- ბინები საუკეთესო გეგმარებით;
- 60%-მდე ენერგოეფექტურობა;
- თბოიზოლირებული იატაკი და ჭერი;;
- უმაღლესი ხარისხის ხმის იზოლაცია;
- მაღალი სეისმომდგრადობა;
- შთამბეჭდავი ხედები;
- მოსახერხებელი ადგილმდებარეობა;
- 24 საათიანი ვიდეო მონიტორინგი;
- კონსიერჟის მომსახურება;
- სატრენაჟორო დარბაზი;
- განვითარებული ინფრასტრუქტურა;
- კეთილმოწყობილი ეზო;
- ბუნებრივი ქვით მოპირკეთებული ფასადი.
ვიყენებთ ხმის იზოლაციას, რაც ჩვენს ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია. ვათბუნებთ როგორც კედლებს, ისე იატაკს და ჭერს. ჭერი ხომ ყველაზე დიდი თბოიზოლატორი და სითბოგამტარია…
ჩვენ მიერ აშენებული კორპუსების სადარბაზოები და ფასადები ბუნებრივი ქვითა და ფუნდერმაქსის პანელითაა მოპირკეთებული. ფასადის ქვით მოპირკეთება საშუალებას იძლევა, სახლმა დიდხანს შეინარჩუნოს გარეგნული იერსახე. ასევე, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოსა და ლამაზ ხედებს.
ეკოლოგია, გამწვანება და ზოგადად, გარემოს დაცვა „მეტი დეველოპმენტის“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. კომპანია აქტიურადაა ჩართული გამწვანების აქციებში იმ ლოკაციებზე, სადაც ის ოპერირებს. მათი პროექტებიდან გამომდინარე, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, თუ როგორი მნიშვნელობა აქვს კომპანიისთვის გარემოს. მათი საცოხვრებელი კომპლექსების სახელიც – „ეკოსითი“ – სწორედ ამაზე მეტყველებს. ამიტომაც, თითოეულ „ეკოსითიში“ ძირითად ადგილს გამწვანება, რეკრეაციული ზონები და მოსასვენებელი სივრცეები იკავებს.
-(პაპუნა ხაზალია) „ეკოსითი კრწანისს“, „ეკოსით სამგორსა“ თუ „ეკოსითი დიღომს“ აქვთ დიდი გამწვანებული ეზო და შეუდარებელი ხედები ქალაქზე. ქალაქის ხედები მნიშვნელოვანია არა მარტო იმით, რომ, უბრალოდ, დავტკბეთ ამ სილამაზით, არამედ სიმაღლიდან ყურება და პანორამა ადამიანისთვის სტრესის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ქალაქის პირობებში გაქვს ეკოლოგიურად სუფთა გარემო, გაქვს ხედი და საშუალება, რომ მზის ამოსვლას ყოველ დილით უყურო.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქგარეთ ან სოფლებში ცხოვრებენ, გაცილებით უფრო გვიან უუარესდებათ მხედველობა და ხშირად საერთოდ არ სჭირდებათ სათვალე. ამას განაპირობებს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი – მათი თვალი ვარჯიშდება შორი და ახლო ხედების დაფიქსირებით. ქალაქში ამის ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენ, ძირითადად, ვიმყოფებით სამსახურში, ოფისში და დღის განმავლობაში მხოლოდ ახლო მანძილზე გვიწევს ყურება. სწორედ ამიტომ, ჩვენ და ჩვენს შვილებს ადრეული ასაკიდანვე გვჭირდება სათვალე. ასე რომ, პენტჰაუზი, რომელსაც „ეკოსითის“ ყველა პროექტი მოიცავს, კარგ ხედთან ერთად, არის უკეთესი ჰაერი, ბუნებასთან მეტი კავშირი, მზის ამოსვლით ტკბობა, ანტისტრესი და დიდხანს შენარჩუნებული კარგი მხედველობა.
–თქვენ თქვენს ბიზნესპარტნიონრთან ერთად საკმაოდ ხშირად მოგზაურობთ, რათა გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სამშენებლო კულტურასა და ინოვაციებს. არის ისეთი რამ, რაც იმდენად მოგეწონათ, თქვენს კომპანიაში დანერგეთ?
-ჩვენ უცხოეთიდან ჩამოვიტანეთ უახლესი საშენი მასალები. ერთი-ერთი მათგანი „ზენონ პანელია“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში 3D პანელს ეძახიან. მშენებლობაში ჩვენ, სამშენებლო ბლოკის ნაცვლად, სწორედ ამ პანელებს ვიყენებთ. ის ბლოკზე ასჯერ უფრო მსუბუქი და ათჯერ უფრო მყარია, აქვს მაღალი დონის თბო და ხმის იზოლაცია. გარდა ამისა, ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ინჟინრული გადაწყვეტილებები, რამაც საკმაოდ გააიოლა, აასწრაფა, შეამსუბუქა და უფრო ხარისხიანი გახადა მშენებლობა.
–სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „მეტი დეველოპმენტი“ სხვდასხვა აქტივობითაც გამოირჩევა. თქვენ ხშირად არიგებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებში სურსათს და სხვადასხვა აქციით მოუწოდებთ ადამიანებს სიკეთისკენ. თუმცა, „მეტი დეველოპმენტის“ საქველმოქმედო სახის ღონისძიებები ხანდაზმულთა თავშესაფრიდან დაიწყო, სადაც თქვენ თქვენი პირველი დაბადების დღე აღნიშნეთ...
-ადრე ერთ-ერთი ნაცნობისგან მოვისმინე, რომ მან თავისი პირადი დაბადების დღე მოხუცებულთა პანსიონში გადაიხადა. ძალიან მომეწონა ეს იდეა და გადავწყვიტე, გუნდისთვის შემეთავაზებინა.
გუნდმა აღფრთოვანებით მიიღო და გადაწყდა კიდეც, მაგრამ თავად იმ ფაქტმა, რომ ეს სხვისი იდეა იყო, ჩვენც მოგვეწონა და გავიმეორეთ, გამააზრებინა, რომ სიკეთე ჩუმად კი არა, ხმამაღლა უნდა აკეთო, რათა ადამიანებმა მოისმინონ, მათაც მოუნდეთ და მათაც მიეცეთ ამის გაკეთების საშუალება.
გარდა ამისა, პირადად მე არ მყავს მშობლები და ამ საოცარი ადამიანების გარემოსთან ზიარება ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. კომპანიაში ერთსულოვნად მიაჩნიათ, რომ ეს იყო ყველაზე ღირებული დაბადების დღე, რომელსაც თითოეული მათგანი დასწრებია.