დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავთან დაკავშირებით და, ასევე, დიასპორის დღის აღსანიშნავად, დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ქართველი მხატვრების გამოფენა. საელჩოში შეკრებილ დიასპორის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, დაეთვალიერებინათ ქეთი მატაბელის ნამუშევრები „ფრაგმენტები ისტორიიდან“ და გიორგი გუგუშვილის ალეგორიული ხასიათის ნახატები, რომელთაც საფუძვლად უდევს ქუჩის მუსიკოსების, მსახიობებისა და ჯაზის კომპოზიციები.
ღონისძიება დასრულდა მცირე მიღებით, რომლის დროსაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ქართული ღვინო და კერძები დაეგემოვნებინა.