ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

21 წლის გრიგალაშვილი პირველად გახდა, მოზრდილთა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი. აქამდე ის ორგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი იყო იუნიორთა შორის მსოფლიო პირველობებზე 2017 და 2019 წლებში.

საქართველოს ნაკრებისთვის ეს მეორე მედალია ამჟამინდელ მსოფლიო ჩემპიონატზე – შეგახსენებთ, რომ  73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი გახდა.