საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში, ლონდონში გაიხსნება ქართული რესტორანი „Entrée • ანტრე“.
პირველი ლოკაცია ნოთინგ ჰილ გეითის #138.
„წარმატებებს ვუსურვებთ ანტრეს გუნდს ბრიტანეთში ქართული მრავალფეროვანი და უგემრიელესი სამზარეულოს პოპულარიზაციის გზაზე!“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
პრემიუმ კლასის კაფე – საცხობი, ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანით თბილისში პირველად 2008 წლის 2 დეკემბერს გაიხსნა.