2022 წლის იანვარში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელიც დღემდე საქართველოს საინჟინრო განათლების წამყვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო უმაღლესი სკოლაა, დაარსებიდან 100 წელი უსრულდება.
სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცნობილი გერმანელი მუსიკოსი, მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში კონცერტს გამართავს.
დევიდ გარეტი ქართველი მაყურებლის წინაშე, თბილისში, 2022 წლის 22 მაისს წარსდგება.
გერმანელი მუსიკოსი საქართველოში პირველად 2019 წელს ჩამოვიდა და თბილისის სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა.