ნათელა გრიგალაშვილი ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის 2021 წლის ფესტივალის ჟიურის წევრი გახდა, ის შეუერთდა გუნდს, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან.
მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.
ლონდონის ქუჩის ფოტოგრაფიის ფესტივალი 2017 წელს დაარსდა და ის დიდი ბრიტანეთის ფოტოგრაფიის ერთ – ერთი დიდი ფესტივალია.