საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ქართული დელეგაციისთვის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ახალი სპორტული და სააღლუმე ფორმები შეიკერა.
ოლიმპიური დელეგაციის სააღლუმე სამოსის ორიგინალური დიზაინი შექმნა ცნობილმა მხატვარ-დიზაინერმა სიმონ მაჩაბელმა.
სიმონ მაჩაბელმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხოლო შემდეგ სწავლობდა ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში და წმინდა მარტინის ხელოვნებისა და დიზაინის ცენტრალურ კოლეჯში განაგრძო.