ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების სიაში იქნება

ბათუმი UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ნუსხაში შევა – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ! “იუნესკოსთან” დაწყებული მოლაპარაკებები, პარიზში  წარმატებით დავასრულეთ. სხვა გამორჩეულ ევროპულ ქალაქებთან ერთად, “კრეატიული ქალაქების” ნუსხაში შევა ბათუმი. ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას მსოფლიო კულტურულ და ტურისტულ რუქებზე.

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია.

სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, თანამშრომლობისათვის გულითადი მადლობა მინდა ვუთხრა “იუნესკოს” გენერალური მდივნის მოადგილეს, ბატონ ერნესტო ოტონეს.“ – წერს ქალბატონი ელისო ბოლქვაძე.

UNESCO-ს კრეატიული ქალაქების ქსელი 246 ქალაქია გაერთიანებული.