თანამედროვე ადამიანისთვის აურა უკვე დიდი ხანია გასცდა მითის კონტექსტს და დამტკიცებულ ფენომენად იქცა. სპეციალური მოწყობილობის საშუალებით, დღეს არამარტო ადამიანის, არამედ ყველა ცოცხალი ორგანიზმის, თქვენ წარმოიდგინეთ, მინერალების აურის დანახვაც კი შესაძლებელია.
ანა მუზაშვილი აურის დიაგნოსტიკის სპეციალისტია, რომელსაც სპეციალური კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, არამხოლოდ ადამიანის ენერგეტიკის დონის განსაზღვრა შეუძლია, არამედ დარღვევის შემთხვევაში, მისი აღდგენის გზებსაც გვთავაზობს.
(ანა მუზაშვილი)– მრავალმა კვლევამ ევროპაში, იაპონიასა და კორეაში დააფიქსირა აურის არსებობის უნიკალური ფენომენი. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ის, რასაც სარკეში ვხედავთ. ჩვენს სხეულს გარს არტყია 6 ენერგო სხეული, რომელიც ჩვენს განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენს. ყველა მათგანს თავისი სახელწოდება გააჩნია და აგრეთვე გააჩნია სიხშირე, რომელიც გაზომვას ექვემდებარება.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი ასტრალური სხეულია. მას აქვს უნიკალური თვისება – განცალკევდეს ფიზიკური სხეულისგან და მიატოვოს ის კლინიკური სიკვდილის ან ძილის ( სიზმრის ხილვის ) დროს და შემდეგ იგი გაღვიძებისთანავე სხეულში ბრუნდება. ეს ჩვენგან დამოუკიდებელი პროცესია და მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, ჩვენ ვიცით მის შესახებ, თუ არ ვიცით.
აურა საინტერესო ცვლილებებს განიცდის ლოცვის, აღსარების და მედიტაციის დროს. მაშინ მისი სიმძლავრე საგრძნობლად იზრდება.
–როგორი შეიძლება იყოს ადამიანის აურა?
-ადამიანის სხეულში, ხერხემლის ჩაყოლებაზე 7 ენერგეტიკული ცენტრია განლაგებული. ენერგიის საკმარისი დონის შემთხვევაში, ისინი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობენ ყველა სხვადასხვა სიხშირით… თითოეულ მათგანს თავისი ფერი გააჩნია, რომელიც ცისარტყელას შვიდ ფერს შეესაბამება.
ენერგეტიკულ ცენტრში ენერგიის დეფიციტი ორგანოთა ფუნქციურ დარღვევას, ანუ ავადმყოფობას იწვევს. ადამიანის აურის ფერი, სინათლე და სიმკვრივე დამოკიდებული შეიძლება იყოს, მის ადამიანურ თვისებებსა და ემოციებზე.
მაგალითად, ისეთი ნეგატიური ემოცია, როგორიცაა ეჭვიანობა, ანგრევს აურას, ხოლო ისეთი, როგორიც სიყვარული და ბედნიერებაა, აურას აძლიერებს. აურა საკუთარი უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე გვიცავს ნეგატიური ზეგავლენისგან.
–რას გავიგებთ ჩვენს შესახებ დიაგნოსტიკის შედეგად?
თუკი ჩვენ ვიცით, როგორია ჩვენი ჰემოგლობინის და ქოლესტერინის დონე და გვაქვს კიდევ სხვა ბევრი მონაცემი ჩვენი ორგანიზმის შესახებ, რომლითაც შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით, აურადიაგნოსტიკის საშუალებით, უკვე ენერგიის შემოწმებაც შესაძლებელი გახდა. აღმოსავლური მედიცინა იმისკენ იხრება, რომ ადამიანის ფიზიკური ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია მის ენერგიასთან და სისხლის ცვლილებასთან. აღმოსავლეთი დიდ ყურადღებას უთმობს პროფილაქტიკას. ეს მთელი სისტემაა, რომელიც ფილოსოფიასა და ტრადიციებზეა დაფუძნებული.
ადამიანის ორგანიზმს გააჩნია ისეთი ფუნქციები, როგორიცაა თვითაღდგენა და რეგენერაცია, თუმცა ორგანიზმის გარკვეული ფუნქციები, მხოლოდ მაშინ მუშაობს, როცა ადამიანის ენერგიის დონე მაღალია.
ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა გაციება, ვირუსი თუ სტრესული სიტუაცია, ძალზე მარტივი გადასალახი აღმოჩნდა – ეს ჩვენი მაღალი ენერგეტიკის დამსახურებაა. თუმცა შესაძლებელია, სხვა დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გაცილებით ნაკლები მაჩვენებლით, უფრო დიდხანს ვიყოთ ავად და ესეც ჩვენი ენერგიის, უფრო სწორედ მისი დაბალი დონის დამსახურება იქნება.
როდესაც ადამიანის ენერგიის დონე დაბალია, ორგანიზმში მიმდინარე პროცესები ნელდება, ფაქტობრივად, არ მოქმედებს თვითაღდგენის მექანიზმი, ქვეითდება იმუნიტეტი და რეგენერაციის უნარიც, რასაც ბევრ ქრონიკულ დაავადებამდე მივყავართ.
თანამედროვე სამყაროში, ენერგეტიკული დონის მაღალი მაჩვენებელი, საკმაოდ დიდ ფუფუნებად იქცა, რადგან ეკოლოგია, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მუდმივი სტრესი, ენერგიის დეფიციტს განაპირობებს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს დაავადებების წარმოქმნას.
– როგორ ავამაღლოთ ენერგიის დონე, რათა ორგანიზმი მწყობრში იყოს?
– ადამიანისთვის ენერგიის მომცემი ბევრი წყარო არსებობს. მაგალითად, მზის შუქი, საჭმელი, წყალი, მუსიკა, სიყვარული და სხვა.
მაგრამ, ამჯერად მე მინდა კიდევ ერთი მათგანი გაგაცნოთ – ვიბრაციული მედიცინის მეთოდი…
– და რას გულისხმობს ის?
– ეს გახლავთ აურადიოგნოსტიკის და მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნილი ადამიანის თვითაღდგენის პროგრამა, რომელიც ერთგვარ ბგერით ფაილს წარმოადგენს.
ამ ბგერით ფაილს თავად კომპიუტერული პროგრამა ქმნის, ადამიანის გულის რითმების ჩაწერის საფუძველზე, რომელიც შედგება ხმებისაგან, რომელთა სიხშირეების მოსმენის დროს, ხდება უმნიშვნელოვანესი პროცესების გააქტიურება და ორგანიზმის აღდგენა.
თერაპიული ეფექტის მიღება პირველ 15 წუთშია შესაძლებელი.
–როგორ და რის ხარჯზე ხდება ეს?
– ფიზიკის დონეზე, ხმა გარკვეულ სიხშირეს წარმოადგენს. თანამედროვე მედიცინა ბევრი ავადმყოფობის მკურნალობისას მუსიკას იყენებს. გავიხსენოთ მოცარტის ეფექტი… მოცარტის მუსიკა ავითარებს ტვინს და ამშვიდებს ნერვულ სისტემას. ექსპერიმენტალურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკას შეუძლია მოკლას ნაწლავური ჩხირი.
დღის განმავლობაში უამრავ ჟღერადობას ვისმენთ, რომელთა ცნობიერად აღქმაც ფაქტობრივად არ ხდება – მაგალითად, ქალაქში მანქანის ძრავების ხმა, კონდიციონერის ხმა… ისინი ქმნიან ე.წ. ეკოლოგიურ ხმოვან ფონს, რომელიც ჩვენზე ძალზე სტრესულად ისახება. ადამიანი განერიდა ბუნებას და შეზღუდა საკუთარი თავი ამ ენერგიის ოკეანისგან, ხოლო პირადი ხმოვანი სამკურნალო ფაილი ზუსტადაც ბუნების ხმებისგან შედგება.
ბუნების ხმების მოსმენისას ადამიანი ენერგიის მოზღვავებასა და სიმსუბუქეს გრძნობს. ერთი თვის განმავლობაში, ფაილს შეუძლია ადამიანის ენერგიის დონე ნორმამდე და მის მაღლაც აიყვანოს.
–გთხოვთ, მოგვიყვეთ თქვენს შესახებ. რამდენი ხანია, რაც ამ მიმართულებით მუშაობთ და როგორია თქვენი საქმიანობის სპეციფიკა?
-აურადიაგნოსტიკას უკვე 4 წელია ვაკეთებ, მაგრამ ინდივიდუალური ფაილის შედგენაზე 2 წელია ვმუშაობ. ზოგადად, ბოლო 25 წელი აღმოსავლური მედიცინით ვარ დაკავებული. ცხადია, აღმოსავლური მედიცინა ძალიან დიდ ცოდნას გულისხმობს. მაგრამ ეს ფაილი იმდენად ეფექტური და სწრაფი მოქმედებისაა, რომ თანამედროვე ადამიანისთვის ის ძალიან კომფორტულია.
როდესაც ადამიანი ჩემთან მოდის, აურადიაგნოსტიკის პროგრამაში ჩაშენებული პროგრამით, ვუღებ მას კარდიოგრამას, რომლის საფუძველზეც პროგრამულად იქმნება ადამიანზე მორგებული ინდივიდუალური ხმოვანი ფაილი. ამ ფაილის შემდგომი გამოყენება/მოსმენა ხდება სახლის პირობებში. თუმცა გარდა ამ ფაილისა ძალზე საინტერესო ინფორმაციას იგებს ადამიანი თავისი ენერგეტიკისა და ცხოვრების სფეროების გარშემო, რადგან ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებში არსებული ენერგიის დონეზე აგრეთვე დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების წარმატებაც – მაგ.პირველ ენერგეტიკულ ცენტრში ენერგიის ნაკლებობამ, შესაძლოა გამოიწვიოს სურვილების სიმწირე, რაც შემდგომ იწვევს სიძნელეებს ბიზნესსა და კარიერაში. აგრეთვე პირველ ენერგეტიკულ ცენტრზე დამოკიდებულია ადამიანის მომხიბვლელობისა და სექსუალურობის დონე, რომელიც აგრეთვე დიდ როლს თამაშობს წარმატების მიღწევის პროცესში.
მეორე ენერგეტიკულ ცენტრში ენერგიის ნაკლებობა, შემოქმედებითობის ნაკლებობით ხასიათდება. ადამიანი ხდება მეტად ხისტი და კარგავს კავშირს თავის შინაგან ბავშვთან – შესაბამისად იკარგება სიხარულის და ცხოვრებით ტკბობის განცდებიც.
როდესაც ადამიანისამკურნალო ხმოვანი ფაილის მოსმენას იწყებს პირველ კვირაში და პირველ დღეებშიც კი, ის ენერგიის ზრდას და მხნეობას გრძნობს.
გარდა პედაგოგიური განათლებისა, მე დავამთავრე მოსკოვის სახალხო მედიცინის ცენტრი. აგრეთვე ვარ აურადიაგნოსტიკის სერტიფიცირებული სპეციალისტი. ყოველთვის მქონდა სურვილი, შემესწავლა ადამიანი და მისი შესაძლებლობები, მაგრამ მაინც აღმოსავლური მედიცინის გზის გავლით…
–ძირითადად, ვინ გადის დიაგნოსტიკას და ვისთვის არის ეს ხელმისაწვდომი?
-აურადიაგნოსტიკა ხელმისაწვდომია ყველასთვის, 5 წლის ასაკის ბავშვებიდან დაწყებული. ეს ის მეთოდია, რომელიც აბსოლუტურად ყველას ერგება. აქ არ არსებობს შეზღუდვები. ძირითადად, ადამიანები იმიტომ მოდიან, რომ მათ ბევრი რამის მიღწევა და გაკეთება სურთ, მაგრამ არ აქვთ ამის ძალა და ენერგია. მათ არ სურთ მიმართონ მედიკამენტებს ან მაგალითად, ჭიქა ყავას ყოველდღიურად. ისინი სხვა გზას ეძებენ და ეს ნამდვილად ყველაზე უნივერსალური გზაა.
–სად შეიძლება აურადიაგნოსტიკის გავლა?
-აურადიაკნოსტიკის გავლა შესაძლებელია აკ. წერეთლის გამზირზე, „დიდუბე პლაზას“ შენობაში. აურადიაგნოსტიკის სეანსზე ჩასაწერად მსურველმა უნდა შეავსოს ფორმა, ჩვენ მას დავუკავშირდებით და შევურჩევთ შესაბამის დროს.
აურადიაგნოსტიკაზე რეგისტრაცია: https://docs.google.com