18 წლის მოსწავლეებმა ,,ტრიბოელექტრული ფარდა” გამოიგონეს

მარიამ გურჯიევმა,  ნუგზარ ბერიძემ, რეზო თოდუამ და დავით ბერულავამ “ტრიბოელექტრული ფარდა” გამოიგონეს. ეს არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური.

მათ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც გარემოსგან  არავითარი შემზღუდავი ფაქტორი აქვს, იქნება ეს ამინდი, თუ დღეღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული.

18 წლის მოსწავლეებმა უკვე მოიპოვეს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 15-ათასლარიანი დაფინანსება და ახლა, მარიამ გურჯიევი  და დავით ბერულავა,    საქართველოს სახელით  ბულგარეთში,  მსოფლიოს თავიანთ ინოვაციურ გამოგონებას გააცნობენ.