თამარ ზოიძე პროფესიით ექიმ-სტომატოლოგია, თუმცა ამ მიმართულებით არასდროს უმუშავია. წლებია, თვითნასწავლი მხატვარ-დიზაინერია და ეს საქმე ყველაზე მეტად უყვარს. საქართველოში აწყობილი და შვილივით გამოზრდილი კარიერის მიტოვება 2 წლის წინ მოუწია…
თამარი დღეს ესპანეთში ცხოვრობს, ცნობილი ბრენდების ,,პრონოვიას“ და ,,როსა კლარას“ მაღაზიების მკერავ-დიზაინერია და საპატარძლო კაბებსა და აქსესუარებს ქმნის. წინ უამრავი საინტერესო გეგმა აქვს, მათზე ვიდეობლოგში საუბრობს.
,,დავტოვე სახლი, საყვარელი ადამიანი და 2 ჩემოდნით, პატარა შვილითა და დიდი ,,მუცლით“ ესპანეთში გავემგზავრე. მეორე შვილი ემიგრაციაში შეყოლა… ყველაფერი თავიდან დავიწყე… ბავშვობიდან მიყვარდა ჭრა-კერვა, როდესაც გავიზარდე სერიოზულად მივუდექი საქმეს, შევქმენი ჩემი ბრენდი მოდის სამყაროში და წარმატებითაც ვსაქმიანობდი. მოგვიანებით პირადი ცხოვრების გამო, მომიწია ყველაფერზე უარის თქმა და დღეს უკვე ესპანეთში ვცდილობ შევიქმნა წარმატებული კარიერა. მჯერა, ყველაფერი გამოვა. ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია, მთავარია, გულისხმას მივყვეთ და არასდროს გავჩერდეთ“, – ამბობს ინტერვიუში თამარი.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"