თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლის კურსდამთავრებული, მარიამ აბულაძე სწავლას გერმანიაში გააგრძელებს.
მარიამმა DAAD-ისა და შოთა რუსთაველის ფონდის საერთო სასტიპენდიო პროგრამაში გაიმარჯვა და სადოქტორო ნაშრომის ფარგლებში, აახენის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფთან ერთად სამი თვის განმავლობაში იმუშავებს.
„მარიამმა თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა 2017 წელს დაამთავრა და თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ერთობლივ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამაზე ჩააბარა.
მაგისტრატურაზე სწავლის პერიოდში სამაგისტრო ნაშრომის გასაკეთებლად იულიხის ბირთვული ფიზიკის კვლევით ცენტრში (გერმანია) იმყოფებოდა.
ამჟამად მარიამის ინტერესის სფეროა ადრონული თერაპია. პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ის აახენის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფთან ერთად ამ თემაზე ერთი წლის განმავლობაში დისტანციურად თანამშრომლობდა. ახლა კი უკვე გერმანიაში განაგრძობს მუშაობას.“ – ნათქვამია თავისუფალი უნივერსიტეტის განცხადებაში.