“დასაწყისი” და “მოთვინიერება” CROSSING EUROPE Filmfestival Linz- ის საკონკურსო პროგრამაშია

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, CROSSING EUROPE Filmfestival Linz გაიხსნა.

კინოფესტივალი 6 ივნისამდე მაყურებელს შესთავაზებს ფილმებს როგორც ონლაინ, ასევე ფიზიკური დასწრებით.

ფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაშია დეა კულუმბეგაშვილის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმი “დასაწყისი”, ხოლო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში – სალომე ჯაშის ასევე საერთაშორისოდ აღიარებული ფილმი “მოთვინიერება”.