აშშ-ის ქართული დიასპორული ორგანიზაცია “თვისტომის” სამედიცინო ჯგუფი კვირას, 13 ივნისს, სათვისტომოს ბრუკლინის ოფისში ატარებს სამედიცინო გამოკვლევებს – სკრინინგს მათთვის, ვისაც სამედიცინო დაზღვევა არ აქვს ან აქვს, მაგრამ სჭირდება სრული დათვალიერება.
ასევე დაემატა თვისტომის სერვისებს
“ემარაი”, კომპუტერული ტომიგრაფია, რენტგენი, დექსა სკენი -ძვლების შემოწმება და სხვა.
„სკრინინგი“ მოიცავს ფარისებური ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის აორტის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის,ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, შარდის ბუშტის,საკვერცხეებისა და საშვილოსნოს, — პროსტატის ჯირკვლის და ასევე გულის ულტრაბგერულ დათვალიერებას, დოპლეროგრაფიას.
ადგილზე გაკეთდება კარდიოგრამა და სისხლისა და შარდის გაფართოებული ანალიზები.
გამოკვლევების პასუხებზე დაყრდნობით სურვილისამებრ ჩაგიტარდებათ კონსულტაცია ამერიკაში ლიცენზირებულ ქართველ თერაპევტთან და- დაგენიშნებათ მკურნალობა. კონსულტაცია ჩაგიტარდებათ სახლიდან გაუსვლელად ტელემედიცინით.