“სიკეთე გადამდებია” – ფონდი “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” საქველმოქმედო პროგრამას იწყებს

ფონდის პრეზიდენტის, თიკა სვანიძე ვენკოს ინიციატივით , „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ფარგლებში ამოქმედდა საქველმოქმედო ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამა – „სიკეთე გადამდებია“
პროგრამის მეშვეობით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ექნებათ შესაძლებლობა საქველმოქმედო შემოწირულობის განხორციელების გზით გახდნენ პროგრამის მხარდამჭერები და შეიტანონ თავიანთი წვლილი საქართველოში მყოფი ბენეფიციარების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში.
ყოველ თვე ფონდი წარმოადგენს ბენეფიციარს ან ბენეფიციართა ჯგუფს, რომელთა დახმარებას თქვენივე მხარდაჭერით შეძლებს. ინფორმაცია თვის საქველმოქმედო აქციის შესახებ გაშუქდება ფონდის ოფიციალურ Facebook ფეიჯზე.
პროგრამის ფარგლებში ფონდი ითანამშრომლებს ეკლესია-მონასტრებთან, მიუსაფარ ბავშვთა სახლებთან და მოხუცებულთა თავშესაფრებთან.