კვიპროსზე გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ქართველმა სამბისტებმა ექვსი მედალი მოიპოვეს – ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ბექა ბერძენიშვილი, რომელმაც +98 კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში რუსეთის წარმომადგენელს, ანდრეი ვოლკოვს სძლია. კონტინენტურ პირველობებზე ეს მისი მესამე ოქროა.
ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა ვახტანგ ჩიდრაშვილს (-58 კგ) და ნინო ოძელაშვილს (-72 კგ), მაგრამ ფინალში ისინი რუსეთის წარმომადგენლებთან დამარცხდნენ და ვერცხლის მედლებს დაჯერდნენ.
რაც შეეხება ბრინჯაოს მედალოსნებს საქართველოს ნაკრებში, ესენი არიან მინდია ლილუაშვილი (-71 კგ), ლევან ნახუცრიშვილი (-79 კგ) და დავით ლორიაშვილი (-98 კგ).