ეკატერინე გორგოძე Roland Garros – ზე პირველად იასპარეზებს

ეკატერინე გორგოძემ, საკვალიფიკაციო წრეში, ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და პირველად კარიერის მანძილზე, საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში ასპარეზობს.

გორგოძის მეტოქე, ძირითადი ბადის პირველ წრეში, მსოფლიოს 90-ე ჩოგანი, 18 წლის Clara Tauson იქნება, რომელსაც 18 წლის ასაკში ერთი ტიტული აქვს, იგი ცოტა ხნის წინ WTA 250 – ლიონის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

საკვალიფიკაციო წრის  გავლის შედეგად,  ეკატერინე გორგოძემ 60 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.

წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირი, საფრანგეთის ღია პირველობა 30 მაისს იწყება.